logo
ENG



"ძვირფასო ძმებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს" - გონჩარენკო ქართულ ენაზე ვიდეოს ავრცელებს

26 მაი 202222:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/wwf4ivt84c3g3sz.png

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

გონჩარენკო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც დეპუტატი ქართულად იწყებს ლაპარაკს. 

"ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს გაუმარჯოს! მეგობრებო, ყველა ქართველს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველები ჭეშმარიტად ჩვენი მოძმე ერია. გისურვებთ, რომ თქვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და გისურვებთ იმას, რომ თქვენ დაიბრუნოთ კონტროლი ცხინვალზეც და სოხუმზეც - ყველა თქვენს ტერიტორიაზე. [გისურვებთ] იცხოვროთ ბედნიერად, მშვიდობაში. და ყოველთვის შეძლოთ სიხარულით მიიღოთ თქვენი მეგობრები და სტუმრები უკრაინიდან - დამოუკიდებელი, ლამაზი და ასევე ერთიანი უკრაინიდან", - ამბობს გონჩარენკო. 


close დახურვა